03 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
ეკონომიკის სამინისტროსთან გამართული აქციის მონაწილეები დააპატიმრეს

ეკონომიკის სამინისტროსთან გამართული აქცია სოციალურად დაუცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორის” წარმომადგენლების დაპატიმრებით დასრულდა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მათ სამინისტროს შენობაში შეჭრა სცადეს. ინციდენტს პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ამ დრომდე უცნობია, სად გადაიყვანეს დაპატიმრებული პირები.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა და იმ საცხოვრებელი ფართობის დაკანონება იყო, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის შენობაში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა პირებმა ეკონომიკის სამინისტროსთან მისვლამდე აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან გამართეს.

დღის ამბები