ხმაური თბილისის საქალაქო სასამართლოში - შელაპარაკება ზვიად კუპრავას, ზაზა სარალიძესა და სამართალდამცავებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ სასადილოში მყოფ კუპრავას და სარალიძის მოსთხოვეს დარბაზში დაბრუნებულიყვნენ.
პოლიციამ ზვიად კუპრავა სასამართლო დარბაზში ძალის გამოყენებით მიიყვანა.
„სამ საათამდე მოგვცა მოსამართლემ დრო. დავჯექით ვჭამდით. დაგვამხეს პოლიციელებმა ყველაფერი. მოსამართლემ გამოგიძახაო ზვიად კუპრავას მოსთხოვეს, ერთი წუთი დამაცადე ჭამაო და დაგვამხეს ყველაფერი თავზე. გახარიას უწყება შენი დედაც... აი, გახარიას უწყება!!! სულ ყველა მკვლელები ხართ. ხალხო, ტვინი არ გაქვს თავში არც ერთს, ელემენტარული საჭმლის ჭამა არ გვაცალეს,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.
საქალაქო სასამართლოს სასადილოში ზვიად კუპრავა, ზაზა სარალიძე და მათი ადვოკატი მას შემდეგ ჩავიდნენ რაც აქციაზე დაკავებული კუპრავას საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე მოსამართლემ 3 საათამდე შესვენება გამოაცხადა. ამის შემდეგ სარალიძემ და კუპრავამ სასადილოში გადაინაცვლეს.
ინციდენტს შეესწრო ენმ-ს წევრი დავით ლაგვილავა. ის ამბობს, რომ სამართალდამცავებმა მაგიდაზე გაწყობილი სასადილოს ინვენტარი დაამტვრიეს.
„უცებ შემოგვივარდნენ პოლიციელები და დააკავეს ზვიად კუპრავა,“-განაცხადა დავით ლაგვილავამ.