03 იანვარი 2025,   02:08
ვრცლად
აშშ-ში თვითმფრინავები ასაფრენ ბილიკზე თითქმის ერთმანეთს შეეჯახნენ - ვრცელდება ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები

აშშ-ში, ლოს-ანჯელესის აეროპორტში, ავიაკომპანია Delta-ს სამგზავრო თვითმფრინავი და კერძო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე თითქმის ერთმანეთს შეეჯახნენ. საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიაში ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრებიც ვრცელდება. კადრებში დისპეტჩერის ხმა ისმის, რომელიც ყვირის "შეჩერდით, შეჩერდით".

Embraer E135-ის ჩარტერულ თვითმფრინავს "გონზაგას უნივერსიტეტის" მამაკაცთა კალათბურთის გუნდი გადაჰყავდა და აეროპორტში ახალი დაშვებული იყო. თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკის გადაკვეთას აპირებდა, როდესაც დისპეტჩერებმა ბილიკზე მიმავალი Delta-ს თვითმფრინავი შენიშნეს და Embraer-ს გაჩერება უბრძანეს.

ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის გამომძიებლებმა საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მყისიერად დაიწყეს.

დღის ამბები