03 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
ხმაურიანი აქცია კანცელარიასა და ეკონომიკის სამინისტროსთან დაკავებებით დასრულდა

სოციალურად დაუცველთა მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით დაწყებული აქცია ეკონომიკის სამინიტროსთან მონაწილეების დაპატიმრებით დასრულდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ადმინისტრაციული წესით, 4 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და 3 სოციალურად დაუცველი პირია.

დაპირისპირება საპატრულო პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ეკონომიკის სამინისტროში შესვლა სცადეს.

მანამდე კი აქციის მონაწილეები ვიცე-პრემიერ ირაკლი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ეკონომიკის სამინისტროდან მათთან შესახვედრად არავინ გამოსულა.

სოციალურად დაუცველები და აფხაზეთიდან დევნილები ეკონომიკის სამინისტროს იმ საცხოვრებელი სახლების დაკანონებას სთხოვდნენ, რომელიც მათ 2012 წლიდან დაიკავეს.

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა აქცია სახელმწიფო კანცელარიასთანაც. აქციის მონაწილეები მთავრობას იმ გადაწყვეტილების გაუქმებას სთხოვდნენ, რის შემდეგაც შენობებში შეჭრილ მოსახლეობას სოციალური დახმარებები შეუჩერდა.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრთან ან ადმინიტრაციის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მათ საპატრულო პოლიციამ შენობაში შესვლის უფლება არ მისცა, რასაც საპატრულო პოლიციასა და აქციის მონაწილებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების დროს აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.

აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება, სწორედ ხვალ გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე.

ამავე თემაზე
დღის ამბები