03 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
სოციალურად დაუცველი ოჯახები კომუნალურ გადასახადებზე დახმარებას აღარ მიიღებენ

სოციალურად დაუცველი მოსახლეობა დახმარების გარეშე დარჩა.

თბილისის მერია 2015 წლიდან კომუნალური გადასახადებისთვის დახმარებას აღარ გააგრძელებს. ეს ის დახმარებაა, რომელსაც დედაქალაქის მერიაში არამიზნობრივ დანახარჯად აფასებენ.

სოციალურად დაუცველები აცხადებენ, რომ გარდა კომუნალურებისა, ქალაქის ხელმღვანელობის გადაწყვეტილებით, მათ სხვა შეღავათებიც გაუუქმდათ.

კომუნალური გადასახადებისთვის გათვალისწინებული დახმარება თბილისში 2 სოციალურ სახლში მცხოვრებ 70 ოჯახს შეუწყდა. მათთვის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ზამთრის თვეებში 100-100 ლარი იყო, თუმცა 2015 წლიდან დახმარება აღარ მიუღიათ.

თბილისის მერიაში არ უარყოფენ, რომ სოციალურ სახლებში მობინადრებს კომუნალურებისთვის გამოყოფილი დახმარება შეუწყდათ, თუმცა მერის მოადგილის შეფასებით, ეს სახელმწიფოსთვის არამიზნობრივი დანახარჯი იყო, რის გამოც პროექტი 2015 წელს აღარ გააგრძელეს.

მერიის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებენ ოპოზიციაში. თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი 70 ოჯახისთვის კომუნალური ხარჯების დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ 55 ათას ლარამდე დაზოგა.

ეს თანხა მათი მხოლოდ ერთი წლის დანახარჯს მოიცავდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები