21 დეკემბერი 2024,   18:34
ვრცლად
გუდიაშვილის მოედანის რეაბილიტაციის პროცესში სარდაფებში შუა საუკუნეების არეფაქტები აღმოაძჩინეს

გუდიაშვილის მოედანის რეაბილიტაციის პროცესში სარდაფებში შუა საუკუნეების არეფაქტები აღმოაძჩინეს.

აღმოჩენების გამო, რეაბილიტაციის პროცესში ცვლილებები იგეგმება და სამუშაოებში ჩაერთნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები.

სამუშაოები და აღმოჩენები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ერთად დაათვალიერეს.

„არსებობს ქვეყნები, რომელსაც ეს ყველაფერი არ გააჩნიათ და თვითონ იგონებენ, იმისთვის რომ ტურისტები დააინტერესონ და შექმნან ღირსშესანიშნავი ადგილები, ჩვენ ეს გვაქვს ისტორიულად, ამას სჭირდება მოვლა-პატრონობა, ამას სჭორდება მოწესრიგება და დარწმუნებული ვარ, რომ გუდიაშვილის მოედანი არა მხოლოდ ჩვენი დედაქალაქისთვის, არამედ მთელიანად  რეგიონიში იქნება ერთ-ერთი საინტერესო ადგილი," - განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ეტაპზე გუდიაშვილის მოედანზე ისტორიული ძეგლების საძირკველებისა და სარდაფების გაწმენდა მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სულ 30-მდე შენობა აღდგება, რომელთაგანაც 20-მდე ისტორიული ძეგლია.

დღის ამბები