03 ოქტომბერი 2024,   08:37
ვრცლად
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისში, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე, ყოფილი ელბაქიძის დაღმართზე, გზის აღდგენის სამუშაოები დაათვალიერა დედაქალაქის მერმა.

დავით ნარმანიას თქმით, მოძრაობა ამ მონაკვეთზე, სავარაუდოდ, ერთ კვირაში აღდგება.
ამ ეტაპზე ადგილზე მიწის საფარის სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც ქუჩაზე, ქვაფენილის ნაცვლად, ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.

თბილისის მერის თქმით, ჯავახიშვილის ქუჩაზე ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები. მისი განმარტებით, კედელი, რომელიც ჩამოიშალა, სრულად არის აღდგენილი და ძალიან მყარი ბეტონის მასით შეივსო.

„მთლიანად გამოიცვლა მიწისქვეშა კომუნიკაცია, რომ უახლოესი, მინიმუმ, 10 წლის განმავლობაში რაიმე მიწისქვეშა სამუშაოები არ ჩატარდეს,” - განაცხადა დავით ნარმანიამ და მანვე აღნიშნა, რომ სამუშაოების ბოლო ფაზა მიმდინარეობს, ანუ გზის საფარის ქვედა ნაწილის, რის შემდეგაც დაიგება გზის საფარი.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის განცხადებით, დაიგება მოდიფიცირებული ასფალტი, რაც თბილისში არ ყოფილა აქამდე და მას ექნება კარგი გამძლეობა დატვირთვებზე.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები