03 ოქტომბერი 2024,   08:37
ვრცლად
ხანძარი თბილისში - რამდენიმე ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა

თბილისში, ხახანაშვილის ქუჩაზე, ე.წ. იტალიურ ეზოში ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში. ცეცხლი გამათბობელთან გაფენილ სარეცხს მოეკიდა.

ხანძრის შედეგად დაიწვა კიდევ ორი ბინა და დაზიანდა შენობის სახურავი.

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურმა იმუშავა.

ისნის გამგეობა დაზარალებულებს დროებითი თავშესაფრის მოძებნასა და საცხოვრებლის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციას დაჰპირდა.

დღის ამბები