03 ოქტომბერი 2024,   08:36
ვრცლად
სოფელი ჭალადიდი ელექტროენერგიის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

საპროტესტო აქცია გაიმართა სოფელ ჭალადიდში. სოფლის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა ელქტროენერგიის მიწოდების აღდგენას მოითხოვს. მათი განცხადებით, უკვე მესამე დღეა სოფელი დენის გარეშეა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ფიქსირებული დავალიანების თანხა, რომელიც თითო ოჯახზე დაახლოებით 50 ლარს შეადგენს, არეალურია და ამ თანხის ოდენობის ელექტროენერგია მათ არ დაუხარჯავთ.

სოფლის მოსახლეობა ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასაც ითხოვს.

აქციის მონაწილეებს დღეს ხობის გამგეობის წარმომადგენელი შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა.

კომპანია "ენერგოპროს" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 10 მარტიდან დაიწყება გამრიცხველიანება. პროცესი აპრილის ბოლოსთვის დასრულდება და აბონენტებს გადასახადთან დაკავშირებით პრობლემები აღარ ექნებათ.

დღის ამბები