21 დეკემბერი 2024,   18:35
ვრცლად
„მე მხარს ვუჭერ წულუკიანის დარჩენას" - გიორგი გაჩეჩილაძე

„მე მხარს ვუჭერ წულუკიანის დარჩენას,“- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი გაჩეჩილაძემ „ქართული ოცნების“ ოფისთან გააკეთა, სადაც მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები იმართება. 

მმართველი გუნდის დეპუტატი მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრმა - თეა წულუკიანმა პოსტი უნდა შეინარჩუნოს, რადგან რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ჰააგაში პროცესი აქვს დაწყებული.

"მას ძალიან დიდი პროცესი აქვს წამოწყებული ჰააგაში რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. აუცილებლად უნდა დარჩეს და ბოლომდე უნდა მიიყვანოს ეს საკითხი,“- განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისში მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყო. შეხვედრას პრემიერ-მინისტრი - მამუკა ბახტაძე, მინისტრები და ბიუროს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებიან. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები