03 ოქტომბერი 2024,   08:38
ვრცლად
თბილისისთვის ორმოები კვლავ სავიზიტო ბარათია - რას აპირებს მერია?

ორმოები ცენტრალურ გამზირზე, მოუწესრიგებელი ტროტუარები, გარე განათების ბოძები, სარეკლამო აბრები, - არასამთავრობო ორგანიზაციაში მერიის ზედამხედველობის სამსსახურს სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყებას სთხოვენ.

მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის არის გათვალისწინებული, მთავრ ტურისტულ უბნებში ჯერ ისევ პრობლემებია.

როდის დაიწყება თბილისის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია, ამ საკითხზე ქალაქის კეთიმოწყობის სამსახურის უფროსი კომენტარს არ აკეთებს.

შედარებით თბილი ზამთრის მუხედავად, თბილისის საკრებულოში სამუშაოების შეფერხების მიზეზს უამინდობას უკავშირებენ. 

მიმდინარე წელს 13 მილიონი ლარი ქუჩების კაპიტალური შეკეთებისთვის უნდა დაიხარჯოს. 3 მილიონი გზებზე ორმოების ამოსავსებად არის გამოყოფილი, 4 მილიონი ლარი კი ბიუჯეტიდან კი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, როდის დაიწყება სამუშაოები ჯერჯერობჳთ უცნობია.

დღის ამბები