03 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
სოფელ ყარაჯალაში 16 წლის გოგოს თანაკლასელი ბიჭები მოტაცებით ემუქრებიან

სოფელ ყარაჯალაში  16 წლის გოგოს თანაკლასელი ბიჭები მოტაცებით ემუქრებიან. მეათე კლასელი გოგო უკვე 3 თვეა, სკოლაში აღარ დადის.

კიდევ ერთმა მეათე კლასელმა ყარაჯალას საჯარო სკოლაში სიარული ერთი კვირის წინ შეწყვიტა. აქაც მიზეზი იდენტურია. გოგონას ძმა აცხადებს, რომ მის დის სკოლაში გაშვება ეშინიათ.

სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის დირექტორის ინფორმაციით, უფროსკლასელი გოგონები სკოლაში მშობლებს დაჰყავთ. მისივე განცხადებით, არასრულწლოვნების უსაფრთხოებას პოლიციაც იცავს.

არასრულწლოვნების მოტაცებების შესახებ სოფელ ყარაჯალაში ყველა საუბრობს. თუმცა, ადგილობრივები აცხადებენ, რომ გოგონების მოტაცება სოფლის ტრადიციაა.

განათლების სამინისტროში ყარაჯალას სკოლაში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია არა აქვთ. თამარ სანიკიძის განცხადებით, ამ დროისთვის არასრულწლოვნების მოტაცების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

შინაგან საქმეთა სამინიტროში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. ოფიციალური მონაცემებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადსხვა მიზეზით, 2011 წლიდან 2013 წლამდე სწავლა 7000-ზე მეტმა გოგონამ შეწყვიტა. თუმცა, განათლების სამინისტრო ბოლოდროინდელ სტატისტიკას არ ასაჯაროვებს.

დღის ამბები