26 აპრილი 2024,   22:54
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - თბილისის პოლიციის მაღალჩინოსნების შემდეგ ზვიად კუპრავა გამოიკითხება

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია მუშაობას აგრძელებს. ამ წუთებში კომისიის სხდომაზე თბილისის პოლიციის მაღალჩინოსნებს უსმენენ. დღესვე დაგეგმილია ზვიად კუპრავას გამოკითხვაც.

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის გამოკითხვას კომისიის წევრი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები საჭიროდ არ თვლიან.

ისინი ფიქრობენ, რომ კუპრავა საქმესთან დაკავშირებით ღირებულ ინფორმაციას არ ფლობს.

„კუპრავას გამოკითხვის საკითხი დააყენა „ევროპულმა საქართველომ“, ჩვენ არ ვართ ოპონირების რეჟიმში, ჩვენი თვითმიზანი არ არის ოპონირება, არამედ საქმეზე რეალური სურათის დადგენა.

ჩვენ ვთქვით, თავიდანვე, რომ არსებობს დიდი ეჭვი, რომ რაიმე დამატებითი ინფორმაციის მომცემი კუპრავას გამოკითხვა ვერ იქნება ჩვენთვის. აქედან გამომდინარე  გეთანხმებით, რომ მიზანშეწონილია ჩვენ გადავიდეთ უშუალო მოწმეების, უშუალო მონაწილე პირების გამოკითხვაზე და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა სახის რეკომენდაცია შეიძლება გაიცეს“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები