20 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
აშშ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებას მომავალ სამიტზე მხარს დაუჭერს - ქეი ჰატჩინსონი

ნატოს მომავალ სამიტზე შეერთებული შტატები მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებას მხარს დაუჭერს.

განცხადება ამის შესახებ ალიანსში ამერიკის მუდმივმა წარმომადგენელმა გააკეთა.

ქეი ჰატჩინსონის განმარტებით, ნატოს სამიტზე შეერთებული შტატების მთავარი თემა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილო ატლანტიკური მისწრაფებებისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა იქნება.

მისი თქმით, სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება დემოკრატიული ქვეყნების წინააღმდეგ მოსკოვის მავნე ქმედებებსა და რუსეთის შეკავების პოლიტიკას დაეთმობა.

დღის ამბები