16 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
ოთხი ცეცხლნასროლი ჭრილობა - პრეზიდენტის სიძის დაკითხვა ვერ ხერხდება

საქართველოს პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. გოგოჭურს ჭრილობები ფეხის არეში აქვს მიყენებული დ მას გვიან ღამით, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. 

მკურნალი ექიმის განმარტებით, პაციენტის ჯანმრთელობა სტაბილურია, მას ოთხი ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს.

ექიმის განცხადებით, გოგოჭურის გამოკითხვა მას შემდეგ მოხდება, რაც რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ.

„ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნება ორივე ბარძაყის შუა მესამედში გამჭოლი და ასევე წვივის მესამედში ისიც გამჭოლი. ქირურგიული და ტრავმატოლოგიური ბრიგადების მიერ ჩატარდა ოპერაციული ჩარევა,  რაიმე მაგისტრალური სისხლძარღვის დაზიანება არ აღენიშნება“-აცხადებს ტრავმატოლოგი ვაჟა კახნიძე.

ამ დრომდე უცნობია ვინ დაჭრა პრეზიდენტის სიძე. სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. 

მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

დღის ამბები