ჩრდილოეთ ინდოეთში, საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 10 ახალშობილი ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ხანძარი ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაჩნდა.
ოფიციალური პირების განცხადებით, ხანძარი სწრაფად გავრცელდა პალატაში, სადაც 55 ჩვილი მკურნალობდა.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.