გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში 17 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს.
ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
როგორც "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. უწყების ცნობით დანიშნულია შესაბამისი საექსპერტო პროცედურები.