ჭუბერში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან. მამუკა ბახტაძე მაღალმთიან სოფელში არსებულ ვითარებას და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნობა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე აკონტროლებენ ვითარებას. მაშველები დახმარებას უწევენ მოსახლეობას, რომლებიც საავტომობილო გზების დატბორვის გამო ფაქტობრივად ვერ გადაადგილდებიან.
სოფელში მობილიზებულია დამატებითი სამაშველო ჯგუფები და ტექნიკა. როგორც საგანგებო შტაბში აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება მოსახლეობის ევაკუაცია.
„დაიწყო ლოკალიზაცია ამ ადგილის ინერტული მასალისა და ქვა-ღორღის შეტანა. შესაბამისად, სულ რაღაც 10 წუთის წინ შემატყობინეს, რომ ეს მონაკვეთი ლოკალიზებულია,წყალი აღარ გადმოდის.
აქ ჩამოვიდნენ ექსპერტები. როგორც ხიდის მშენებლობაში ექსპერტები ასევე გაბიონების, რომლებიც დილიდანვე სრულ ექსპერტიზას უტარებენ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გზების დეპარტამენტს აქვს პატარა ლოკაციები, სადაც ასაწყობი ხიდის სექციები არის. ამის ამოტანა არავითარი პრობლემა არ არის, მე ვფიქრობ,რ ომ ის ხიდი რაც იყო იმას აჯობებს“-ამბობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი.
მოსახლეობა ამბობს, რომ მსგავსი სტიქია ჭუბერს არ ახსოვს. მოსახლეობა ითხოვს, სპეციალისტებმა შეისწავლონ რა ხდება იმ ტერიტორიაზე სადა მთის მასა მოწყდა.
„ვერტმფრენებიც უნდა ავიდეს იმ მთებში რა ხდება, საშიშროება არის თუ არა, არის საფრთხე აქ ვინც დაიბადა იციან რა მდგომარეობაა მცოცავი მთებია და რა დროს ჩამოვა არავინ იცის“- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.