08 მაისი 2024,   21:33
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ არცევიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

გორის მუნიციპალიტეტიდან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცი ოკუპირებული სოფელ არცევიდან გაიტაცეს.

პაატა არაქელოვი კონფლიქტის ზონაში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისში ცხოვრობს.

ამ დროისთვის, უცნობია, რა გახდა არაქელოვის გატაცების მიზეზი.

დღის ამბები