20 ნოემბერი 2024,   03:12
ვრცლად
გავაკეთებთ სრულ კომპენსაციებს, აღვადგენთ როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე საცხოვრებელ სახლებს - პრემიერი ჭუბერის სტიქიაზე

უნდა გვქონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სოფელ ჭუბერში ჩასვლის შემდეგ გააკეთა.

პრემიერი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და აღნიშნა, რომ სწრაფი შეტყობინების სისტემების არსებობის შემთხვევაში სტიქიის პრევენციაზე მთავრობა უფრო ეფექტურად იმუშავებს.

პრემიერის თქმით, პირველადი შეფასებით, ხიდების წაღება და სახლების დატბორვა ჭარბმა ნალექმა გამოიწვია.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად შექმნილი მდგომარეობა ტყის უსისტემო ჭრის შედეგიც არის.

„საჭიროა, რომ სწრაფი რეაგირების და ადრე შეტყობინების სისტემები გვქონდეს ყველგან. დღეს გვაქვს მხოლოდ ორ ადგილას, 2019-დან ვიწყებთ ჩვენ ამ ძალიან მასშტაბურ პროგრამას და ორი წლის განმავლობაში ყველგან გვექნება, რომელიც გამორიცხავს, რომ ასეთი ფაქტების წინაშე აღმოვჩნდეთ. სტიქიურ უბედურებას წინ აღუდგე რთულია, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ფოკუსირებული პრევენციაზე. ჩვენ გავაკეთებთ სრულ კომპენსაციებს, აღვადგენთ ძალიან მოკლე ვადაში, როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე, იმ საცხოვრებელ სახლებს, რომელსაც ზიანი მიადგა. ბუნებრივია, თუ ინჟინრებმა თქვეს, რომ ჯობია მოხდეს სახლის გადატანა, ამას აუცილებლად გავაკეთებთ,“ - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები