08 მაისი 2024,   03:41
ვრცლად
სამხედრო წვრთნების დროს ორფოლოს პოლიგონზე ჯარისკაცი დაიღუპა

ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე წვრთნების დროს ჯარისკაცი დაიღუპა. 34 ე- საარტილერიო ბატალიონის კაპრალი, სამხედრო სწავლების ერთ ერთი ბოლო ეტაპისას შეუძლოდ გახდა და კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცავალა.

შს სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, სისხლის სამართლის საქმე სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით აღიძრა.

თავდაცვის სამინისტროში, ამბობენ რომ სამხედროს სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა, თუმცა სხვა დეტალები უცნობია.

დღის ამბები