17 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
იყო თუ არა განგაშის სიგნალი, გადასამოწმებელია - შახტის ხელმძღვანელობა პოლიციაში გამოიკითხნენ

საქნახშირის დირექტორმა ტყიბულის პოლიციის შენობა 4-საათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა.

დამსაქმებელი, რომლის შახტშიც ბოლო 3 თვეში უკვე 10 ადამიანი დაიღუპა, ჟურნალისტების მიმართ დღეს განსაკუთრებით აგრესიული იყო.

ჯამბულ ჯაყელმა მედიის შეკითხვებს არ უპასუხა და ტერიტორია საკუთარი ავტობომილით დატოვა.

წარმოების დირექტორი კი ურთიერთგამომრიცხავ განცახდებებს აკეთებს.

მისი ინფორმაციით, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე განგაშის სიგნალი ჩაირთო, რის შემდეგაც სასწრაფო ევაკუაცია უნდა დაწყებულიყო. ამავე ინტერვიუში წარმოების დირექტორი საკუთარ ვერსიას ცვლის.

“გაზი შესაძლებელია, იყო აფეთქების წინაც ... უეცარი გამოტყორცნით არის. მუშაობს აპარატურა. მე თვითონ არ მინახავს სიგნალი, სიგნალი სანახავია ადგილზე, იყო თუ არ იყო. ჩანაწერი იქნება. ყველა იყო იქ უსაფრთხოება, ვინტილაციისა და უსაფრთხოების სამთო ოსტატი, იყო უბნის სამთო ოსტატი, იყო თვითონ ოსტატამფეთქებელი,“ - ამბობს გია ქარქაშაძე.

დღის ამბები