20 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
ეს არ უნდა იყოს ტრაქტორების, კაბელების საქმეები - პრეზიდენტი ყოფილი მინისტრების გამოკითხვას გამოეხმაურა

ყოფილი მინისტრების - დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის, პროკურატურაში გამოკითხვასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პროცესის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტის თქმით, ეს პროცესი ე.წ. "კაბელებისა" და ე.წ. "ტრაქტორების საქმეებს" არ უნდა დაემსგავსოს.

„მიმაჩნია, რომ მთავარი შემადგენელი ამ პროცესში არის, რომ პროცესები მიმდინარეობდეს, რაც შეიძლება, გამჭვირვალედ, საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები. საზოგადოებას აქვს კონკრეტული კითხვები იმასთან მიმართებაში, რანაირად ფორმირდება ხელისუფლების ვექტორები და ძირითადი ორიენტაციები. მე არაერთხელ აღმინიშნავს, ბატონი კვირიკაშვილის გადადგომის პირველივე დღეს აღვნიშნე, რომ არ შეიძლება, საქართველოში პრემიერმინისტრები უცებ ქრებოდნენ უარგუმენტოდ პოლიტიკური პროცესიდან. ეს კითხვა გაგრძელდა აჭარასთან მიმართებაში, როდესაც ბატონმა პატარაძემ მადლობა გადაუხადა პარტიას და წავიდა თანამდებობიდან. ეს კითხვა მაქვს მე. შესაბამისად, ნებისმიერი პროცესი, რომელიც ამას მოჰყვება, უმნიშვნელოვანესია, რომ იყოს უაღრესად გამჭვირვალე. არ უნდა დაემსგავსოს ეს პროცესი იმ საქმეებს, რომელიც ამ მიმართებაში გვახსოვს, ეს არ უნდა იყოს ტრაქტორების საქმე, არ უნდა იყოს კაბელების საქმე. საზოგადოებას მაღლი ინტერსიდან გამომდინარე, მაქსიმალური ინფორმცია უნდა მიეცეს ამ მიმართულებით,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები