გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ახალ ორლეანში მასობრივი მკვლელობის ორგანიზატორის ვინაობა დაადგინა. ის შეერთებული შტატების არმიის სერჟანტი, 42 წლის შამსუდ-დინ ჯაბაარია.
პირველ იანვარს, დამნაშავე მანქანით ხალხის მასაში შევარდა, შემდეგ ავტომობილიდან გადმოვიდა და ხალხს ცეცხლი გაუხსნა. პოლიციამ ის ადგილზე მოკლა.
თავდასხმას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 35 პირი კი დაიჭრა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. ბრალდებულის მანქანაში ნაპოვნია "ისლამური სახელმწიფოს" დროშა და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.
თავდამსხმელი ტეხასში დაიბადა, ის 2007-დან 2015 წლამდე არმიაში მსახურობდა, ბოლო წლებში კი ერთ-ერთ აუდიტორულ კომპანიაში მსახურობდა.
ძმის ინფორმაციით, ჯაბაარი ქრისტიანულ ოჯახში გაიზარდა, ბოლოს კი ისლამი მიიღო.
პირველ იანვარს მან ვიდეო ჩაწერა, სადაც საკუთარი ოჯახის მკვლელობის გეგმაზე საუბრობდა. ტერაქტის შემდეგ, ტრამპმა საგამოძიებო უწყებები გააკრიტიკა.