20 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
არჩევანი არ უნდა იყოს, ან შიმშილით დავიხოცოთ შახტის გარეთ ან სიცოცხლის რისკის ფასად ჩავიდეთ შახტაში - პრეზიდენტი

"საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ არჩევანი - ან შიმშილით დავიხოცოთ შახტის გარეთ ან სიცოცხლის რისკის ფასად ჩავიდეთ შახტაში," - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი ტყიბულში მინდელის შახტში დატრიალებულ ტრაგედიას.

პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია, ყველა ადამიანის სიცოცხლის უფლება იყოს დაცული.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი  უნდა იყოს ის, რომ იმოქმედოს მეშახტეთა ინტერესებიდან გამომდინარე.

„სიცოცხლის უფლება უნდა იყოს გარანტირებული. ამასთან მიმართებაში არაერთი ექსპერტიზა იყო და გამოსავალი უნდა იქნას მოძიებული აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. თუ არის შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო გაუძღვეს ამ მიმართულებით და მისცეს გარკვეული გადაწყვეტა ამ პრობლემას, შეიძლება ერთი ვარიანტის განხილვა. მეორე ვარიანტიც განხილვადია, როდესაც ისევ სახელმწიფო ბიზნესი და მეშახტები ალაგებენ ამ პრობლემას, მაგრამ ამოსავალი არის, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მეშახტეთა ინტერესბიდან გამომდინარე,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

დღის ამბები