25 აპრილი 2024,   14:28
ვრცლად
რუსული ტელეკომპანია Russia Today-ის წინააღმდეგ ავსტრალიაში საქმე აღიძრა

რუსული ტელეკომპანია Russia Today-ის წინააღმდეგ ავსტრალიაში საქმე აღიძრა. არხის გენერალური დირექტორის განცხადებით, წინასწარი გამოძიება "უცხო აგენტების შესახებ" კანონის ფარგლებში მიმდინარეობს.

მარგარიტა სიმონიანის თქმით, დღემდე სამაუწყებლო კომპანიას ავსტრალიის მარეგულირებელი უწყებიდან, პრეტენზიები არ მიუღია.

მსგავსი გამოძიება Russia Today-ის წინააღმდეგ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთშიც მიმდინარეობს. შეერთებულ შტატებში კი მაუწყებელი უცხო აგენტად ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დარეგისტრირდა.

იმ შემთხვევაში, თუ Russia Today-ის ხელმძღვანელობა არხს ავსტრალიაში უცხო აგენტად არ დაარეგისტრირებს, კომპანიას სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დააკისრებენ.

დღის ამბები