20 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
როგორ იყენებდნენ სახელმწიფო რესურსებს ქუმსიშვილი და მისი ნათესავები - ifact-მა 2 კომპანიის საქმიანობა შეისწავლა

როგორ იყენებდნენ სახელმწიფო რესურსებს ბიზნესის გაფართოებისთვის ქუმსიშვილი, მისი ნათესავები და ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსნები - გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ifact-მა იმ ორი კომპანიის საქმიანობა შეისწავლა, რომელიც ქუმსიშვილის ნათესავებთან არის დაკავშირებული.

ირკვევა, რომ პროექტის ფარგლებში - აწარმოე საქართველოში, ორმა კომპანიამ ბანკი ქართუსგან კრედიტი მიიღო. კრედიტის პროცენტს კი ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტი იხდიდა, რაც გადასახადის გადამხდელებს ნახევარ მილიონამდე დაუჯდათ.

კომპანიამ დამზადებულია საქართველოში #1, რომლის მრჩეველი არის დავით ბეგიაშვილი და მისი ბიზნესპარტნიორია დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ძმა, ივანე თევდორაშვილი, ბანკი ქართუსგან ერთ მილიონ დოლარზე მეტი იაფი კრედიტი მიიღო.

კომპანია კოლორპაკი, რომლის მფლობელია დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ძმის ბიძაშვილი, ირაკლი თევდორაშვილი, 4,5 მილიონი ლარი მიღო ბანკ ქართუსგან კრედიტის სახით.

 „მნიშვნელოვანია ის, რომ ორივე კომპანიის სესხის პროცენტს „აწარმოე საქართველოში“ ჩვენივე ბიუჯეტიდან უხდიდა ქართუ ბანკს 2 წლის განმავლობაში. შპს "დამზადებულია საქართველოში" კომპანიის მრჩეველი იყო დავით ბეგიაშვილი, რომელიც არის ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ეკატერინე სისაურის, მეუღლე. ასევე, ის არის დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ძმის, ივანე თევდორაშვილის ბიზნესპარტნიორი. ამ კომპანიამ სესხის სახით მიიღო მილიონ 100 ათასი ამერიკული დოლარი. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ინტერესთა კონფლიქტი და ის, რომ ეს ადამიანები არიან ბიზნესპარტნიორები და ისინი იღებენ ეკონომიკის სამინისტროსგან იაფ კრედიტს. აუცილებელია, ეკონომიკის სამინისტრომ განმარტოს, იყო თუ არა სხვა კომპანიები თანაბარ პირობებში, თუ არ იყო, ეს კიდევ უფრო ბევრ კითხვას გააჩენს,“- განაცხადა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ifact-ის ჟურნალისტმა, ნინო აბდალაძემ.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ეკონომიკის სამინისტროსგან ითხოვენ განმარტებებს, „აწარმოე საქართველოში“ ჩართული ყველა კომპანია იყო და არის თუ არა თანაბარ პირობებში ჩაყენებული.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები