გაერთიანებული ოპოზიციის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის წარდგენაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ, მიმართა.
„მე აღარასოდეს მოვალ პოლიტიკაში, მაგრამ გვპირდებით, რომ ვიქნები ქართული საზოგადოების აქტიური წევრი და ვიბრძოლებ უსამართლობის წინააღმდეგ, ვიბრძოლებ თითოეული თქვენგანის უფლებებისათვის. ემ ამას გპირდებით სულ ყველას,“ - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.
პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობა უნდა დასრულდეს.
„უნდა დასრულდეს ტოტალური უსამართლობა, უნდა დასრულდეს სიკეთესთან ბრძოლის ზეობა, უნდა დასრულდეს საქართველოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების ხელყოფა. უნდა დასრულდეს, რაც მთავარია, ოლიგარქის ერთ მმართველობა და რაც შეიძლება, სწრაფად,“ - განაცხადა ბურჭულაძემ.
პაატა ბურჭულაძემ გრიგოლ ვაშაძეს წარმატებები უსურვა.
„მე აქ ვარ, რათა საქართველოს პრეზიდენტის, უმაღლესი და საპატიო პოსტის დასაკავებლად, წარმოგიდგინოთ პიროვნება, ვისთვისაც უმთავრესია ადამიანი, კულტურული გარემო და რაც მთავარია, კანონიერი სახელმწიფო, ეს გახლავთ ბატონი გრიგოლ ვაშაძე,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.