მთავარი პროკურორი შეძლებს თუ არა, იყოს დამოუკიდებელი - ეს არის კითხვა, რომელიც შალვა თადუმაძის მიმართ იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, დავით ჯანდიერს, აქვს.
იურისტი ამბობს, რომ ქვეყანაში საკმაოდ მწვავედ დგას პრობლემა სახელმწიფო ინსტიტუციების დამოუკიდებლობის და ეს ეხება განსაკუთრებით პროკურატურას.
დავით ჯანდიერის თქმით, იმ ფორმით, რა ფორმითაც შეირჩა მთავრი პროკურორი, იმთავითვე საეჭვოს ხდის, რომ შალვა თადუმაძე შეძლებს, უზრუნველყოს უწყების დამოუკიდებლობა.
„როდესაც შერჩევა ხდება პოლიტიკური ნიშნით, მთავარი პროკურორი ძალაუნებურად არის ანგარიშვალდებული პოლიტიკურად იმ წრის წინაშე, რომელმაც შეარჩია. ის გარემოება, რომ ბატონი შალვა არის იუსტიციის მინისტრის ნათესავი, ამან სიტუაცია უფრო გაართულა,“ -განაცხადა დავით ჯანდიერმა.
შალვა თადუმაძეს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა და მთავარი პროკურორის პოსტი ჩააბარა.