08 მაისი 2024,   19:34
ვრცლად
15 აფთიაქში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

თბილისსა და გორში 15 სააფთიაქო დაწესებულებაში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა. ამოღებულია დიდი რაოდენობით გადამალული პრეპარატები, ე.წ. „შავი ბუღალტერია“ და აფთიაქების საქმიანობის ამსახველი მონაცემები.

დეტალები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგანგებო ბრიფინგზე განმარტა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე,  თბილისსა და გორში 15 სააფთიაქო დაწესებულებაში სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული საშუალებები რეცეპტის გარეშე  შეისყიდეს, რითაც უტყუარად დადასტურდა გარემოება, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია უკონტროლოდ ხორციელდება.

„ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით გადამალული ფსიქოტროპული პრეპარატები, ე.წ. „შავი ბუღალტერია“ და აფთიაქების  საქმიანობის ამსახველი კომპიუტერული მონაცემები. საქმეზე გამოძიება აქტიურად გრძელდება ყველა იმ პირის გამოსავლენად, ვინც მფარველობს და ხელს უწყობს ქვეყანაში ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონოდ გავრცელებას,“- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელმა, გიორგი ქურდაძემ.

დღის ამბები