17 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
15 კაცის სისხლში გაქვს გარეული ხელი - ტყიბულის მერიასთან "საქნახშირის" დირექტორის გამოჩენას დაპირისპირება მოჰყვა

ხმაური იყო დღეს ტყიბულში მერიის შენობასთან. მეშახტეები ტყიბულის მაჟორიტარ-დეპუტატს შეხვდნენ. ერთი საათის განმავლობაში ღია ცის ქვეშ აცნობდნენ „საქნახშირის“ თანამშრომლები მოთხოვნებს დეპუტატს.

მათ პარლამენტის წევრებს პრემიერთან შუამდგომლობაც სთხოვეს. მეშახტეების პროტესტს კი შეხვედრაზე "საქნახშირის" დირექტორის გამოჩენას მოჰყვა.

„სინდისი არ მომცემდა აქ მოსვლას, მე იმ დღესვე დავტოვებდი შენს ადგილზე ტყიბულს და წავიდოდი აქედან, წავიდოდი და მოვშორდებოდი. შენ ხარ სატანა აქ მოსული, სატანა ტყიბულში ხარ მოსული, რომელიც მკვლელი ხარ, 15 კაცის სისხლში ჰგავს გარეული ხელი,“ - მიმართა აქციის მონაწილემ საქნახშირის წარმომადგენელს.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ სჭირდებათ გარანტია, რომ შახტში სამუშაოების შეჩერების მიუხედავად ანაზღაურება მაინც მიეცემათ.

„პრემიერმა თქვა იმისთანა სიტყვა, რომ ანაზღაურება იქნებაო, ვინ იქნება მისი გარანტორი, რომ არ დაგვტოვებენ ანაზღაურების გარეშე,“ - განაცხადა აქციის მონაწილემ.

საქნახშირის თანამშრომლების მოთხოვნას ტყიბულის მაჟორიტარმა-დეპუტატმა, ელგუჯა გოცირიძემ უპასუხა, რომ პრემიერის საჯარო განცხადებას დამატებითი გარანტიები არ სჭირდება. 
„მე ამ დეტალებში ვერ შევალ, ამის არც უფლებამოსილება მაქვს და არც ძალა. რომ ახლა რამე ვთქვა და  ხვალ მუშტი ვუქნიო ან პრემიერ-მინისტრს ან ვინმეს, ეს რატომ არ შეასრულეთ,“ - განაცხადა მაჟორიტარმა.

ტყიბულელები ამბობენ, რომ შახტი არ უნდა დაიხუროს, რადგან ეს უმუშევრობას გამოიწვევს.

დღის ამბები