18 აპრილი 2024,   09:56
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ წარდგენილი ვიდეომასალა გამოიკვლიეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე პროკურატურის მიერ წარდგენილი ვიდეომასალა გამოიკვლიეს, რომელშიც ასახულია, როგორ გადაადგილდებიან ადამიანები და ავტომობილები ბრალდებულ კალანდიების სახლის ეზოში.

„ჩანს ის ავტომობილი, როდესაც შეიყვანეს მ.კ. და მ.ჯ. აღნიშნული სახლის ეზოში, ასევე შემდეგ ჩანს ის ავტომობილი და კონკრეტული ზუსტი დროები, როდესაც ბრალდებულებმა გ.ჯ და მ.კ. წაიყვანეს გადასამალად. შემდეგ ჩანს ის ავტომობილი, რომელსაც მ.კ, მოჰყავს აღნიშნული სახლის ეზოში საღამოს საათებში,“- განაცხადა პროკურორმა, გიორგი ქობულაძემ.

დაცვის მხარე კი იმ მნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვას ითხოვს, რომლებმაც საქმის დეტალები იციან.

პროკურატურა დანაშაულის დაფარვას ოთხ პირს ედავება, აქედან ორი წაყენებულ ბრალს აღიარებს, ორი - არა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 25 ივლისს გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები