10 ნოემბერი 2024,   18:22
ვრცლად
საქართველოსა და ალიანსის თანამშრომლობა ემსახურება უსაფრთხოებას რეგიონში - საქართველოს პრეზიდენტი პუტინის მუქარას პასუხობს 

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ვლადიმერ პუტინი საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მსურველებს დაფიქრებას ურჩევს.

გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, პოზიტიური დღის წესრიგი 12 აგვისტოს შეთანხმების დაცვითა და დევნილთა დაბრუნებით უნდა შეიქმნას. საქართველოს პრეზიდენტის განცხადება მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

"საქართველო კვლავაც მიისწრაფვის დავების მშვიდობიანი მოწესრიგებისაკენ. ჩვენი არაერთი შეთავაზებაც რუსეთის ფედერაციისადმი მიზნად ისახავს არსებული კონფრონტაციული პარადიგმის შეცვლას თანამშრომლობის სივრცით. მაგრამ ნდობის აღდგენა შეუძლებელია მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევითა და სუვერენიტეტის შელახვით. პოზიტიური დღის წესრიგისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულება და ლტოლვილთა და დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში. რაც შეეხება ნატოს, საქართველოსა და ალიანსის თანამშრომლობა ემსახურება უსაფრთხოებას რეგიონში და ხელს უწყობს სტაბილურობას თავად რუსეთის ფედერაციის სამხრეთ საზღვრებთან," - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

რუსეთის ლიდერი საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მსურველებს დაფიქრებას ურჩევს და აცხადებს, რომ თავად ალიანსიც აგრესიულ ნაბიჯებს დგამს, რომელიც რუსეთისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს.

ამავე თემაზე
დღის ამბები