მაშველებმა თეთნულდზე დაკარგული ტურისტებიდან ერთი გამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-მაშველებმა რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, უკრაინელი ტურისტი მთის ფერდობიდან უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
თეთნულდზე კიდევ ერთი ტურისტი იმყოფება. მის უსაფრთხო ადგილზე გადასაყვანად სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ტურისტთა 8-კაციანი ჯგუფი თეთნულდზე ზღვის დონიდან 4200-მეტრზე იმყოფებოდა, როდესაც 2 ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა