საქართველო 10 წლით ჩამორჩება პარტნიორ ქვეყნებს სასამართლო სისტემაში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით - ამის შესახებ ანა დოლიძემ "ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტზე განაცხადა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წვერი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში ამ მიმართულებით შესაბამისი რეფორმები უნდა გატარდეს.
„როცა მთელი სამყარო იღებს სელფებს, ტელეფონით სურათის გადაღებაც კი იკრძალება სასამართლო დარბაზში, რომ არ ვთქვათ გადაწყვეტილების მოპოვებასა და სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა მართლმსაჯულებამ დროზე, სწრაფი ტემპით გადმოიღოს ყველა ის ინოვაცია, რომელიც არსებობს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, ევროპაში, რეალურად ხელი შეუწყოს ტექნოლოგიურ განვითარებას. თუ საქართველოს სურს, დაამკვიდროს სანდოობა სასამართლო სისტემის მიმართ, მოიზიდოს ინვესტორები, დროზე მიიღოს სანდო და კომპეტენტური გადაწყვეტილებები, ჩვენ ვერ გავექცევით თანამედროვე ტექნოლოგიების დროზე მიღებას,“- განაცხადა ანა დოლიძემ.
დისკუსიაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მონაწილეობს. მე-5 გლობალური სამიტი დღეს სრულდება.