ხორავას ქუჩის სასტიკი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზე 51-ე სკოლის მოსწავლის, დ.ღ-ს, დაკავების შემდეგ დედა პირველ კომენტარს აკეთებს.
დაკავებულის დედა ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და ბრალს არ აღიარებს. ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდება დაკავებულის ოჯახისთვის აბსურდულია. დაკავებული მოზარდის მამამ "რუსთავი 2-თან" კომენტარი არ გააკეთა.
„უდანაშაულოა ბავშვი, არ აღიარებს დანაშაულს,“- აღნიშნა დ.ღ-ს დედამ.
51-ე სკოლის მოსწავლე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზეა დაკავებული. მოზარდი სამართალდამცველებმა სასამართლოს განჩინებით აიყვანეს. არასრულწლოვანს გამოძიებას ცრუ ცვენების მიცემას ედავება. საქმეში უკვე დევს დ.ღ-ს ორი ჩვენება, რომელიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია.
მოზარდი, რომელიც რამდენიმე საათის წინ დააკავეს, 51-ე სკოლის ტუალეტში მომხდარ ინციდენტში და შემდეგ უკვე ხორავას ბნელ ფარდულში განვითარებულ მოვლენებშიც ფიგურირებს. ინფორმაციას, რომელსაც არასრულწლოვანი ფლობს, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეეძლო, ორი მოზარდის მკვლელობის საქმის გამოძიება შეეცვალა.