27 აპრილი 2024,   08:44
ვრცლად
ლონდონში, ე.წ. დედოფლის ბაღში სამართალდამცავები ნოვიჩოკის კვალს ეძებენ

ბრიტანელი სამართალდამცველები ნოვიჩოკის კვალს სოლსბერის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ეძებენ. სპეციალისტების ჯგუფი იმ პარკში გამოიძახეს, რომელიც ოპერაციის ფარგლებში დაიხურა. სპეციალური აღჭურვილობით ექსპერტებმა საზოგადოებრივი ტუალეტების შემოწმება დაიწყეს, სადაც, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერების კვალი გამოვლინდა. ე.წ. "დედოფლის ბაღი" ბოლო ადგილია, სადაც ნოვიჩოკით მოწამლული ჩარლი როული და დონ სტერჯესი იმყოფებოდნენ. ქიმიური ნივთიერებით მოწავლის სიმპტომებით წყვილი კლინიკაში 30 ივნისს მოხვდა. სტერჯესი რამდენიმე დღეში დაიღუპა, შარლი როული კი საავადმყოფოდან გუშინ გაწერეს. საგამოძიებო მოქმედებები სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე მიმდინარეობს. 

დღის ამბები