26 აპრილი 2024,   09:33
ვრცლად
სროლა ლოს ანჯელესში-მძევლების გათავისუფლების ოპერაცია მსხვერპლით დასრულდა

მსხვერპლით დასრულდა მძევლების გათავისუფლების ოპერაცია ლოს ანჯელესში. 18 წლის ახალგაზრდა ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა და იარაღის მუქარით იქ მყოფი ხალხი მძევლად აიყვანა. სამსაათიანი ოპერაციის შემდეგ შეიარაღებული მამაკაცი პოლიციამ დააკავა. შენობაში კი მძიმედ დაჭრილი ქალი აღმოაჩინა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დანაშაულის მოტივად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. გამოძიების ცნობით, სუპერმარკეტზე თავდასხმამდე, ეჭვმიტანილმა ბებიასთან და შეყვარებულთან იკამათა და მათ ცეცხლი გაუხსნა. დანაშაულის ადგილიდან ის ბებიის მანქანით გაიქცა, რა დროსაც ავარიაში მოჰყვა. საგზაო შემთხვევის შემდეგ მას პოლიცია აედევნა. ეჭვმიტანილმა სამართალდამცველებსაც გაუხსნა ცეცხლი და სავაჭრო ცენტრში შეიჭრა. პოლიციის ინფორმაციით თავდამსხმელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ის ორმხრივი სროლის შედეგად დაშავდა.

დღის ამბები