17 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
სტიქია კახეთში - ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები დააზარალა

სტიქია კახეთში - ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები დააზარალა. დატბორილია რამდენიმე სოფელი და ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები.

სტიქიის შედეგად განადგურდა სასოფლო სამეურნეო ნათესები და ნარგავები. დაიხოცა შინაური ფრინველი.

სოფლებში დახმარებას ითხოვენ. მძიმე მდომარეობაა სოფელ ჰერეთისკარში, სადაც ადგლობრივების თქმით, გასაწმენდია სანიაღვრე არხები, რის გამოც წყლის გატარება ვერ მოხერხდა.

ადგილზე სამაშველო ბრიგადები და ტექნიკაა მობილიზებული.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ზარალის ათვლა მოგვიანებით დაიწყება. რის შემდეგაც გაირკვევა, რა სახის დახმარება გაეწევათ დაზარალებულებს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები ვაქირში, ანაგასა და მაღაროში.

წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს სამაშველო ბრიგადები ახორციელებენ. გადაუღებელი წვიმის შედეგად დაიტბორა ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები.

ღვარცოფის მიერ ჩამოტანილმა ქვა-ღორღმა შიდა და ცენტრალურ გზებთან ერთად სამელიორაციო სისტემა დააზიანა.

სტიქიამ ელექტროგაამცემი ხაზებიც დაწყვიტა, როს გამოც ასობით აბონენტი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

სტიქიია ზონაში მუშაობს მძიმე ტექნიკა. სიღნაღის მერის განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია რა სახით დაეხმარება ხელისუფლება დაზარალებულებს.

დღის ამბები