26 აპრილი 2024,   10:42
ვრცლად
მოკვლის მუქარა ენმ-ს წევრზე - დავით მჟავანაძე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

ამ წუთებში გურიის პოლიციაში საკრებულოს ენმ-ს ფრაქციის ხელმძვანელის, დავით მჟავანაძის და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, ბესო ქათამაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატი დავით მჟავანაძის განცხადებით, მას გუშინ საზღვარგარეთიდან რამდენჯერმე ტელეფონით დაუკავშირდნენ და ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრნენ. მუქარაში ის ედუარდ შევარდნაძეზე ტერორისტულ თავდასხმაში ბრალდებულ, მოსკოვში მცხოვრები იგორ გიორგაძის გარმოცვის წევრს ჯაბა ნინიძეს ადანაშაულებს. მჟავანაძის თქმით, ის უშუალოდ უკავშირდება მას ტელეფონით და ემუქრება.

მჟავანაძე ამბობს, რომ მის მიმართ დაწყებული დევნის ორგანიზებას თბილისის მერის კახი კალაძის გარემოცვის წევრი ილა კეჭაყმაძე კურირებს,  რომელსაც გურიის ოპოზიციაში კრიმინალური ავტორიტეტების მფარველად მოიხსენიებენ. 

დღის ამბები