17 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი, სამებაში მიმდინარე წირვის დროს, შეუძლოდ გახდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი  სამებაში მიმდინარე წირვის დროს შეუძლოდ გახდა. ილია მეორე იძულებული გახდა საეკლესიო მსახურობა შეეწყვიტა. ექიმის განმარტებით, მომხდარის მიზეზი დაბალი წნევა იყო და პატრიარქის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ილია მეორე ამჟამად საპატრიარქოში იმყოფება.

მედიკოსებმა მისი კლინიკაში გადაყვანა საჭიროდ არ ჩათვალეს.

„იყო არტერიული წნევის ცვალებადობა. დაქვეითდა არტერიული წნევა, რის გამოც, მან იგრძნო დისკომფორტი. თუმცა, დილიდანვე, ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ არ წასულიყო წირვაზე, რადგან მთლად დამაკმაყოფილებლად არ გრძნობდა თავს. მაინც წავიდა და ამ დისკომფორტის გამო, იძულებული გახდა დაბრუნებულიყო. ამჟამად მდგომარეობა არის კარგი, ყველა პარამეტრი არის ნორმაში და პატრიარქი ჩვეული რიტმით განაგრძნობს ცხოვრებას და მოღვაწეობას,“ - განაცხადა ექიმ-კარდიოლოგმა შალვა პეტრიაშვილმა.

დღის ამბები