17 აპრილი 2024,   00:58
ვრცლად
ეკვადორი ჯულიან ასანჟის დიდი ბრიტანეთისთვის გადაცემას გეგმავს

ეკვადორი ჯულიან ასანჟის დიდი ბრიტანეთისთვის გადაცემას გეგმავს. ინფორმაციას ამერიკელი გამომძიებელი-ჟურნალისტი ავრცელებს. გლენ გრინვალდის ცნობით, ეკვადორის პრეზიდენტმა დეტალები დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ლონდონში ვიზიტისას შეათანხმა. ჟურნალისტი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეკვადორი ვიკილიქსის დამფუძნებლისთვის მინიჭებულ პოლიტიკური თავშესაფრის სტატუსს გააუქმებს, მას ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოდან გააძევებს, სადაც მას ბრიტანელი ძალოვანები დააკავებენ. ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული ჯულიან ასანჟს შეერთებულ შტატებში ექსტრადირება დაემუქროს, სადაც მას საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებისთვის შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.

დღის ამბები