17 ნოემბერი 2024,   15:19
ვრცლად
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონმა და სირიამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს - საოკუპაციო რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონმა და სირიამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიმიტრი მედოევმა დამასკოში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართა შეხვედრა, რის შემდეგაც დიმიტრი მედოევმა და ვალიდ მუალემმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დამასკოში ანატოლი ბიბილოვის ვიზიტის მოსამზადებლად იმყოფება. 

დღის ამბები