17 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
საბავშვო ბაღის გარეშე დარჩენილი სოფელი ზერტი-150 აღსაზრდელის ბედი გაურკვეველია

150-მდე აღსაზრდელი საბავშვო ბაღის გარეშე - ძველი შენობა სოფელ ზერტში უკვე დახურულია, ალტერნატიულ ვარიანტად კი ხელისუფლება ადგილობრივებს მეზობელ სოფელში მდებარე სკოლის შენობას სთავაზობს. სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ შორ მანძილზე ბავშვების ტარება გაუჭირდებათ.

საბავშვო ბაღი ავარიული მდგომარეობის გამო, ერთი წლის წინ დახურეს.  ახალი შენობის მოლოდინით პედაგოგები 9 თვის განმავლობაში ხელფასებს იღებდნენ. წელს კი ისინი სამსახურის გარეშე დარჩნენ. მასწავლებლები და მშობლები მიიჩნევენ რომ ეს მიზანმიმართული გეგმა იყო. ისინი ბაღისთვის ალტერნატიული ფართის გამოძებნას და სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

ხელისუფლება და ოპოზიცია კი პრობლემის შეფასებისას ურთიერთ ბრალდებებს ვერ სცდებიან.

ავტორი: იზო ჩუბინიძე.

დღის ამბები