17 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
მაშველები ვერტმფრენისა და აღჭურვულობის გარეშე - ხრამში ჩავარდნილი ტურისტებიდან მხოლოდ ერთის გადარჩენა მოხერხდა

უკრაინელი ტურისტების 15-კაციანი ჯგუფი თეთნულდის დასალაშქრად 18 ივლისს წავიდა. რთული რელიეფის ბილიკის გავლისას ჯერჯერობით უცნობი მიზეზით თოკს ორი ტურისტი მოწყდა. ორივე დაახლოებით ასი მეტრის სიღრმის ხრამში ჩავარდა, მალევე 112-ში დარეკეს. ადგილზე ვერტმფრენი და მაშველები 1 საათში მივიდნენ. პირველი შემოფრენის დროს ერთი დაშავებული აიყვანეს, მეორის გამოსაყვანად კი ჯგუფს დაპირდნენ, რომ დაბრუნდებოდნენ.

გადარჩენილი უკრაინელი ტურისტი ამბობს, რომ ევგენია ალექსანდროვის გადარჩენა შესაძლებელი იყო, თუმცა რატომ არ ამოიყვანეს ისიც მაშველებმა მისთვის უცნობია.

ჭიუხებში ჩავარდნილი ევგენია ალექსანდროვის მეუღლე, რომელიც თავადაც ექსპედიციის წევრი იყო უკვე ხუთი დღეა დახმარებას ითხოვს. ამბობს, რომ სამაშველო სამსახურმა მიზეზად უამინდობა დაასახელა და მისი მეუღლის ამოსაყვანად აღარ გაფრინდა. სანაცვლოდ კი კერძო მომსახურება შესთავაზეს, რომელიც 8 ათასი ევრო ჯდება.

ოფიციალური უწყების ინფორმაციით ტრაგედიის დღეს თენთნულდზე საქაერო ნავიგაციის ნათხოვარი ვერტმფრენით შეფრინდნენ. შეძლეს ერთი დაშავებულის გამოყვანა, მეორე კი უკვე გარდაცვლილი იყო. საკუთარი ვერტმფრენის ყიდვა, რომელიც ასეთი შემთხვევების დროს ადამიანების სიცოცხლეს იხსნიდა, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დღემდე ვერ შეძლო.

დღის ამბები