17 ნოემბერი 2024,   15:21
ვრცლად
ხანდაზმულთა ხელშეწყობა - ასოციაციამ "ღირსეული სიბერე" ევროკავშირის მხარდაჭერით, 70-ზე მეტი ბენეფიციარი მცირე გრანტით დააფინანსა

ასოციაციამ "ღირსეული სიბერე" ევროკავშირის მხარდაჭერით, 70-ზე მეტი ბენეფიციარი მცირე გრანტით დააფინანსა. მათივე ოფისში ხანდაზმულთა კლუბში ტრენინგების პარალელურად, სათბურში ქობულეთის მუნიციპალიტეტის უამრავმა ხანდაზმულმა თანამედროვე მეთოდებისა და გამოცდილების შესახებ პრაქტიკული ცოდნა მიიღო.

მათ შორის არის ზვიად ჯინჭარაძე. 10 წელია ფუტკრებს უვლის, იმ პერიოდიდან რაც ეტლს მიეჯაჭვა. 2 წლის წინ ქობულეთში ასოციაციისგან "ღირსეული სიბერე" ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, 1000 ლარიანი დახმარება მიიღო. 

ნარგიზა ქათამაძეს 7 ძროხა ჰყავს. ჯინჭარაძეების მსგავსად, მატერიალური სიდუხჭირის გადასალახად, დახმარება მასაც ასოციაციამ "ღირსეული სიბერე" და ევროკავშირმა გაუწია. 

ასოციაცია "ღირსეული სიბერეს“ წარმომადგენელი ნანა ხუნდაძე აღნიშნავს, რომ ხანდაზმულთა ხელშეწყობის, მათი უფლებების დასაცავად არასამთავრობოებს ევროკავშირის მხარდაჭერის გარდა, ხელშეწყობა სახელმწიფოსგანაც სჭირდებათ.

ხანდაზმულთა დაცვისა და მათი ინტერესებისთვის ბრძოლა ასოციაციამ "ღირსეული სიბერე" შესაძლოა, ოფისის გარეშე გააგრძელოს. მათ მიერ წლების მანძილზე ნაქირავები სახლი იყიდება. ორგანიზაციის წევრებს, იმედი აქვთ, არასამთავრობოებისა და ევროკავშირის გარდა, ხანდაზმულებსა და მოხუცებზე ზრუნვაში სახელმწიფო აქტიურად ჩაერთვება.

დღის ამბები