17 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი თავისი ხელით დაახრჩო - სმიტების მკვლელობის ახალი დეტალები

სმიტების მკვლელობის ახალი დეტალები - ლორა სმიტი გაუპატიურების შემდეგ სავარაუდოდ მკვლელმა თავისი ხელით დაახრჩო. აქამდე ვრცელდებოდა ვერსია, რომ ლორა სმიტი მაშინ დაიღუპა, როდესაც გაქცევას ცდილობდა და ხევში ჩავარდა.  გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა კაილები სმიტის ცხედართან ერთად ადგილზე სმიტების ფოტოაპარატიც იპოვეს, სადაც ერთ-ერთ ფოტოში იარაღით მწყემსია გადაღებული.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის ნაწილის მიხედვით, უკვე დადასტურებულია, რომ ლორა სმიტის ორგანიზმში მალხაზ კობაურის გენეტიკური მასალაა აღმოჩენილი. 4 წლის კაილებს კი მიბჯენით აქვს ნასროლი, ამიტომ თავის ქალა ფრაგმენტირებულია. დასკვნაში წერია, რომ თოფზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია და 4 წლის ქალები სმიტსა და მალხაზ კობაურს ეკუთვნის.

ეს დოკუმენტების მხოლოდ ნაწილია, კომპლექსური ექსპერტიზა კი ერთ თვეში დასრულდება და დაადგენს ძალადობრივი იყო თუ არა სქესობრივი კავშირი.

ექსპერტიზის შედეგების გავრცელების შემდეგ, ბრალდებული  მალხაზ კობაურის დაცვაზე მისმა ადვოკატმა უარი განაცხადა. ბრალდებულის ოჯახი კი ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები