ლეგენდარულ ქართველ მომღერალს, ვახტანგ კიკაბიძეს 80 წელი შეუსრულდა. მომღერალი გრანდიოზული საიუბილეო კონცერტისთვის ემზადება, რომელიც 18-19 აგვისტოს ბათუმში გაიმართება. 80 წლის ცოცხალი ლეგენდა მხოლოდ მსახიობი და მომღერალი არ არის, მის სცენარებზე მოკლემეტრაჟიანი ფილმებიც გადაუღიათ, მაგრამ ახლა სქელტანიანი ავტობიოგრაფიული წიგნის ბოლო აბზაცებს წერს, სადაც ყველა იმ გმირმა მოიყარა თავი, რომელზეც ბუბას სამყარო აიკინძა.
60-იან წლებში სხვაგვარად ემღერებოდა, მისი მუსიკალური კარიერა ულ სხვა ჟანრში და სულ სხვა ენაზე დაიწყო.
თავისი ხრინწიანი ხმით და შესრულების ყველასგან გამორჩეული მანერით, უკვე 60 წელია მღერის.
ვახტანგ კიკაბიძემ 2008 წელს რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ ხალხთა მეგობრობის ჯილდოზე და დაახლოებით 100000-ან ფულად პრემიაზე.