08 მაისი 2024,   06:51
ვრცლად
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს - მალხაზ კობაურს სახაზინო ადვოკატი შეხვდა

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს სახაზინო ადვოკატი შეხვდა. ალუდა ბუჩუკურმა გლდანის ციხის დატოვების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული კობაური თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ადვოკატის განცხადებითვე, დაცვის მხარეს სტრატეგია არჩეული აქვს, თუმცა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„შევათანხმე პოზიცია, თუმცა ამ ეტაპზე თავს ვიკავებ ყველანაირი ინფორმაციის გასაჯაროებისგან, მანამდე ვიდრე კობაური არ მიაწვდის სრულყოფილ ინფორმაციას გამოძიებას. დანაშაულს არ აღიარებს და არც ერთ ნაწილში არ მიიჩნევს თავს დამნაშავედ. უახლოეს დღეებში შევხვდები გამომძიებელთან ერთად,“- განაცხადა ალუდა ბუჩუკურმა.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები