27 ნოემბერი 2021,   14:47
ვრცლად
პანკისის ხეობის მოსახლეობა უხუცესთა ნაწილს უპირისპირდება და ახალი გაერთიანების შექმნას ითხოვს

პანკისის ხეობის მოსახლეობა უხუცესთა ნაწილს უპირისპირდება და ახალი გაერთიანების შექმნას ითხოვს.

უხუცესთა გაერთიანების ნაცვლად, ახალი სახალხო კრების შექმნაზე პანკისის ხეობაში მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციას უხუცესთა კავშირის წევრების ნაწილი არ ესწრებოდა.

ხეობაში არ გამორიცხავენ, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა უხუცესების გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინეს, თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებენ უხუცესები.

თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში ჩატარებული სპეცოპერაციიდან დღემდე, რამდენიმე თემასთან დაკავშირებით, ხეობის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის და უხუცესების მოსაზრება ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. უხუცესთა საბჭოს ალტერნატიული გაერთიანების შექმნის საკითხი კი აქტუალური პარასკევს გახდა, როდესაც ახალი ჰესის მშენებლობის წინააღდეგ გამართულ აქციაზე უხუცესთა საბჭოს წევრთა ნაწილი არ მივიდა.

ადგილობრივები ადასტურებენ, რომ გარკვეულ ჯგუფებში უხუცესთა შორის უნდობლობა არსებობს და ეს სწორედ ჰესების მშენებლობას მოჰყვა. მათი აზრით, უხუცესები ხალხის ინტერესებს უნდა წარმოადგნენ და არ ექცეოდნენ ძალოვნების გავლენის ქვეშ.

პანკისელები ჯერ ვერ საუბრობენ, თუმცა, აცხადებენ, რომ ახალ გაერთიანებაში უხუცესებთან ერთად ახალგაზრდებიც უნდა შევიდნენ.

 

 

ავტორები: ნინო გაზდელიანი, ია გულიაშვილი.  

დღის ამბები